Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა საყურადღებოდ

ძვირფასო სტუდენტებო!
 
როგორც თქვენთვის ცნობილია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მიერ 2022 წლის 11 მაისს მიღებული ბრძანების შესაბამისად, 2022 წლის 13 მაისიდან სასწავლო პროცესი უნივერსიტეტში უნდა განხორციელდეს შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით. საგანმანათლებლო  პროგრამის, თუ მისი კომპონენტების წარმართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტი აღნიშნული პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით.
 
იურიდიულმა ფაკულტეტმა განახორციელა კონსულტაციები იმგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც ორიენტირებული იქნება ერთი მხრივ, სასწავლო პროცესის მიზნების მიღწევაზე და მეორე მხრივ, მაქსიმალურად გაითვალისწინებს პროცესში ჩართული სუბიექტების ინტერესებს. 
 
- იურიდიულ ფაკულტეტზე 10 მაისიდან სწავლა განახლდა სააუდიტორიო ფორმატში. სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის დიდი ნაწილი ბევრი გარემოების გამო არის ამ ფორმატის შენარჩუნების მომხრე. ამიტომ ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, ბაკალავრიატის საფეხურზე, მეცადინეობები გაგრძელდეს სააუდიტორიო სწავლების ფორმატში. 
ამსთანავე, ფაკულტეტი მიმართავს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას აუდიტორიების შესაბამისი რესურსებით აღჭურვის  თაობაზე, რათა შესაძლებელი გახდეს უახლოეს პერიოდში ჰიბრიდული მოდელით სწავლება, რაც გულისხმობს სასწავლო პროცესის სააუდიტორიო და ელექტრონულ რეჟიმში პარალელურად წარმართვას.

- ამ ეტაპზე, ფაკულტეტი სთხოვს აკადემურ პერსონალს, ვიდრე მოხდება აუდიტორიების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა, უზრუნველყონ სალექციო ჩანაწერების ე.წ. ,,პოდკასტები“-ს მიწოდება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ფიზიკურად ვერ ახერხებენ ლექციებზე დასწრებას.

- შენარჩუნდება სტუდენტებისთვის სასემინარო მეცადინეობის კომპონენტისთვის გათვალისწინებული ქულების სრულად ასინქრონული ფორმატით დაგროვების შესაძლებლობა;
 
გისურვებთ წარმატებებს!